მსოფლიოში მზარდი ელექტროენერგიის მოხმარების მოთხოვნებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა ენერგიის გამომუშავების ალტერნატიული წყაროების მოძიება. სამეცნიერო სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ენერგიის მოპოვება გარკვეული ბუნებრივი რესურსებიდან, როგორიცაა: ქარი და მზე.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ვითარდება და მოთხოვნა იზრდება მზის პანელებით ელექტროენერგიის მოპოვების მიმართულებით. რაც ხელს უწყობს ეკონომიკური მიმართულების გაუმჯობესებას და ბიზნეს სექტორის დაინტერესებას, რომელიც გამოწვეულია ელექტროენერგიის ტარიფის მზარდი მაჩვენებლით. გარდა ამისა ყოველწლიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება კერძო მოსახლეობისათვის მზის პანელების დაყენება, რომელიც ამცირებს გამანაწილებელი კომპანიიდან მოხმარებული ენერგიის ხარჯს და ქმნის დამატებითი შემოსავალის წყაროს. დღეს დღეისობით დანერგილია და წარმატებით ხორციელდება საქართველოში ნეტო აღრიცხვის პროგრამა, რომელიც 500 კვტ-მდე ნებისმიერი გენერაციის წყაროს აძლევს საშუალებას განახორციელოს ქსელში ენერგიის ინტეგრირება. საქართველოს მზის პოტენციალი იხილეთ რუკაზე