ეკონომიკით და გარემოსდაცვით გამოწვეულმა პრობლემებმა სპეციალისტების ყურადღება მცირე ჰიდროელექტროსადგურებმა მიიქცია.
მცირე ჰესების კლასიფიკაცია სხვადასხვა ქვეყნებში დამოკიდებულია ქვეყნის განვითარებაზე, გეოგრაფიულ მდებარეობაზე, წყლის რესურსებზე და ტერიტორიის ათვისებაზე, აგრეთვე ისეთ პარამეტრებზე, როგორიცაა: დაწნევა, სიმძლავრე და ა.შ.
პიკო ჰესი
- ოჯახისთვის ელექტროენერგიის ლოკალური მომარაგება და ქსელთან მიერთების საშუალება.
- მოითხოვს წყლის მცირე ხარჯს, რაც ზრდის მისი აშენების ადგილების რაოდენობას.
- პოტენციალი დამოკიდებულია ჰიდროლოგიურ პირობებზე.
- ერთი და იგივე სიმძლავრის შემთხვევაში უფრო ეფექტურია მზისა და ქარის სისტემებთან შედარებით.
მიკრო ჰესი
- 100 კვტ-იანი სადგურის შემთხვევაში შესაძლებელია საშუალოდ 50 – 60 ოჯახის ელექტრომომარაგება.
- ასეთი სადგურის მშენებლობა შესაძლებელია საქართველოს ბევრ რეგიონში.
- პოტენციალი დამოკიდებულია ჰიდროლოგიურ პირობებზე.
- ერთი და იგივე სიმძლავრის შემთხვევაში უფრო ეფექტურია მზისა და ქარის სისტემებთან შედარებით.
მინი ჰესი
- 1000 კვტ-იანი სადგურის შემთხვევაში შესაძლებელია ელექტრომომარაგება განხორცილდეს მცირერიცხოვანი სოფლის (500 – 600 ოჯახამდე) ან მცირე სიდიდის საწარმოსი.
- ასეთი სადგურის მშენებლობა შესაძლებელია მცირე მდინარეებზე და საირიგაციო არხებზე
- პოტენციალი დამოკიდებულია ჰიდროლოგიურ პირობებზე.
- მოითხოვს პროექტის შედგენას.